პრეზენტაციები
2020 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ონლაინ-შეხვედრა ,თიმსში, თბილისის N 41 საჯარო სკოლის (ქართულენოვანი სექტორი) მოსწავლეებსა და ახალქალაქის რაიონის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის (სომხურენოვანი სექტორი) მოსწავლეებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს VII - XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვეს ერთმანეთს ტოლერანტობის, კულტურის,ტრადიციების, ყოფა-ცხოვრების წესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. გარდა ამისა, ორივე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემებზე Power point-ში გაკეთებული პრეზენტაციები.შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსგავსი შეხვედრის ჩატარებისა.აქვე გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილ პრეზენტაციებს:
2020 წლის დეკემბრის ბოლოს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, IV4 კლასში, გაიმართა
კომპლექსური დავალების "საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებათა
საახალწლო ტრადიციები" პრეზენტაცია. მოსწავლეთა
ოთხმა ჯგუფმა წარმოადგინა ებრაელ,სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხთა
ტრადიციები.
Comments
Post a Comment